ილია მეორის არაორაზროვანი გზავნილი მიხეილ სააკაშვილს. კათალიკოს-პატრიარქი მესამე პრეზიდენტის მისალოცს პასუხობს.
ქართული ეკლესიის ხელმძღვანელი ქვეყნის ყოფილ მეთაურს უსურვებს, შეიმეცნოს ახალი რეალობა. პატრიარქის ამ გზავნილის შემდეგ ფაქტობრივად ყველა თანხმდება, რომ ილია მეორე მიხეილ სააკაშვილს ერთგვარ შეგუებას და მორჩილებას ურჩევს. სხვა შეფასება ამ წერილს არ მოჰყოლია, ვინაიდან არც საპატრიარქო, არც მღვდელმთავრები ან სხვა სასულიერო პირები განმარტებას არ აკეთებენ. წერილის გამო კითხვაც კი გაჩნდა, არის თუ არა რეალურად ილია მეორე ამ გზავნილის ავტორი.