"მე ვერ ვამბობ, რომ ჩემი შვილი მკვდარია... თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით საუბარი?" - ამის შესახებ ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის დედა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრობს.
„რა სისულელეებს წერთ?! საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია?! წყარო გამაგებინეთ, იქნებ მეც გავიგო და ვთქვა, მკვდარი ყოფილა ჩემი შვილი. მე ვერ ვიძახი ამას. თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე გამეტებით ილაპარაკოთ?!“ - ამბობს იზა არღვლიანი.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა ქისტაური ბელგიაში მოკლეს. ამას ამ დროისთვის არც საქართველოს საგარეო უწყება და საკონსულო ადასტურებს.