ქუთაისში ერთ-ერთი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 230 000 ლარი გამოიყო - პროექტი ვერ განხორციელდა

გამოქვეყნდა:

მორიგი დაუსრულებელი პროექტი ქუთაისში - ხახანაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადეს, ბიუჯეტიდან 230 000 ლარი გამოიყო, თუმცა სამუშაოები არ განხორციელებულა.

მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა გადათხრილი ქუჩისა და მიტოვებული სამუშაოების ფონზე უწევს, ვითარებას ისიც ართულებს, რომ პერიმეტრზე ღია საკანალიზაციო ქსელია.

"ანტიკორუფციული მოძრაობა" ბიუჯეტიდან თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს და ამბობს, რომ რეაბილიტაცია 2022 წელს უნდა დასრულებული. მათი თქმით, მერიამ ახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა და სავარაუდოა, რომ ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება კიდევ 1 წლით გადაიწევს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი