დაუსრულებელი მეტროსადგური და უშედეგოდ დახარჯული მილიონობით ლარი - ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ვერც 2023 წელს დასრულდება. პროექტისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, კახა კალაძე კიდევ ცამეტ მილიონ ლარს დახარჯავს.
თბილისელების მერმა ხელშეკრულება სასურველ კომპანიასთან ტენდერის გარეშე უკვე გააფორმა. ხელისუფლების ოპონენტები კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ წინამორბედების მსგავსად ვერც "ბადა ქონსთრაქშენი" შეძლებს მეტროსადგურ ვარკეთილში სარემონტო სამუსაოების შესრულებას.