ქუთაისში, კაცი ქუჩაში გარდაიცვალა.
ოპერის თეატრის მიმდებარედ 70 წლამდე კაცს სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.
კაცის გადასარჩენად სასწრაფოს მოსვლამდე ადგილობრივებმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და გულის მასაჟი გაუკეთეს. სასწრაფოს მისვლის შემდეგ კი ჯგუფის ყველა წევრი მის გადასარჩენად იბრძოდა, თუმცა კაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.