დღეს საქართველოში შობას ზეიმობენ. მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი მაცხოვრის დაბადებას სწორედ 7 იანვარს აღნიშნავს.
საშობაო ლიტურგია ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდა, პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად საზეიმო წირვას სიონის ტაძარში დაესწრო.
ტრადიციულად მრევლმა ილია მეორის ეპისტოლე მოისმინა. პატრიარქმა ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და უკრაინაში მიმდინარე ომში დაზარალებულებს შობა მიულოცა. მოკლე და ზოგადმა გზავნილმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.