ქუთაისი-პარიზის გადადებული რეისი 21:30 საათზე შესრულდება

გამოქვეყნდა:

აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისი-პარიზის გადადებული რეისი დღეს ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული სხვა თვითმფრინავით 21:30 საათზე შესრულდება. მათივე ცნობით, პარიზში მყოფ მგზავრებს, რომლებიც საქართველოში უნდა გამოფრენილიყვნენ, უკვე აცნობეს, რომ რეისი დააგვიანებს.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენილი თვითმფრინავი უკან, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი მგზავრი გახდა, რომელიც ბორტზე შეუძლოდ გახდა. 60 წლის ასაკის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი