მარნეულის სოფელ ქაფანახჩში ადგილობრივები ომაროვების ოჯახში არიან შეკრებილნი. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს. ომაროვების რძალთან ურთიერთობის გამო, ოჯახის უფროსმა ახალგაზრდა კაცზე შურისძიება გადაწყვიტა და ის ხეზე მიაბა. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთნენ გოგონას მეუღლე და მისი თანასოფლელები, რომლებიც ახალგაზრდა კაცის მოკვლას ცდილობდნენ, თუმცა მამამთილმა ვითარების განმუხტვა სცადა და დაპირისპირების დროს გული გაუსკდა.
15 ივნისს, ომაროვების ოჯახში, მეზობელ სოფელ ქეშალოდან ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რომლის კონტაქტს ომაროვების რძალთან ოჯახის უფროსი ფაქტს შეესწრო. ახალგაზრდა ამის შემდეგ სახლიდან გაქცევას ცდილობდა, თუმცა მას სოფელთან ახლოს დაეწივნენ, დაიჭირეს და ერთ-ერთ გარაჟში ბოძზე მიაბეს. შემდეგ კი მისი ოჯახის უფროსების მოსვლა მოითხოვეს.
გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე ამბობს, რომ მათი ოჯახი რძალმა დაღუპა და ოჯახი უფროსის გარეშე დატოვა. მისი თქმით, ამ საქმე ასე არ დატოვებს, რადგან ერთ-ერთი დაკავებული სწორედ მისი შვილია.
"მთავარმა" გაარკვია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და გარაჟში, სადაც ახალგაზრდა კაცი ბოძზე დაბმული ჰყავდათ, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციას მასზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ბრალდებით ამ ახალგაზრდამ მიმართა. საქმეზე უკვე რვა პირია დაკავებული.
შსს-ს ჯერჯერობით არ აზუსტებს, რა მუხლით არის საქმეზე გამოძიება დაწყებული.