ქუთაისში, ე.წ. ბალახვანის დასახლებაში ბუნებრივი აირის გაყვანის სამუშაოების დროს მილი აფეთქდა. აფეთქება საავტომობილო გზის დაშლა გამოწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, აფეთქებას საკმაოდ ძლიერი ხმა ჰქონდა და ქვა-ღორღი სახლებსა და მანქანებს 15-20 მეტრის რადიუსში შეაყარა. ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი არ ყოფილა და მილში უბრალოდ ჰაერი იყო დაწნეხილი.
წერეთლის გამზირზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. გაზის კომპანია აცხადებს, რომ ზარალს სრულად აანაზღაურებენ.