"საქართველოს ბანკი" "ომეგა ჯგუფისა" და "მთავარი არხის" დამფუძნებელის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს და განმარტავს, რომ საუბარია მიწის ნაკვეთზე და შენობა ნაგებობებზე, რომელიც მათი საკუთრებაა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკმა ქონება მას შემდეგ შეიძინა, რაც ყოფილმა მესაკუთრემ ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო.
"გვინდა განვმარტოთ, რომ მიწის ნაკვეთი არის ბანკის საკუთრება, ისევე როგორც ის შენობა-ნაგებობები, რომელიც აღნიშნულ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერიც. ბანკმა ეს ქონება შეიძინა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მესაკუთრემ ვერ შეასრულა ბანკის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულება. მისი გადახდისუუნარობის საფუძველზე ჩატარებულ საჯარო აუქციონზე უძრავი ქონება შეძენილი იქნა ბანკის მიერ და შესაბამისად, გადმოვიდა ბანკის საკუთრებაში. ყოფილი მესაკუთრეების და მოიჯარეების ნივთების უსაფრთხოებას, რომელიც ბანკის საკუთრებაში არსებულ ობიექტზეა განთავსებული, უზრუნველყოფს დაცვის პოლიცია", - განმარტავს ბანკი.
იხილეთ ამავე თემაზე: