გორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ 

გამოქვეყნდა:

გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. დღეს დილით პარტიის წევრებს ოფისის კარის შუშები ჩამსხვრეული დახვდათ, დაზიანებულია ინვენტარიც. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა. 

ოპოზიციური პარტიის წევრებმა სამართალდამცავ უწყებას მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ადგილზე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი