დედაენის ბაღში, ირაკლი ჩარკვიანის მემორიალთან, რამდენიმე თვეა ელექტროგაყვანილობის ჭა დაზიანებულია. მას ახდილი აქვს დამცავი ლუქი, თუმცა, კალაძის უწყებამ, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ეს პრობლემა ნაგვის ურნის დადგომით გადაფარა.
ჭა სავარაუდოდ ზაფხულში, ვანდალიზმის შედეგად დაზიანდა, რაზეც მერიის გამწვანების სამსახური ინფორმირებულია, თუმცა ამ დრომდე პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებიათ.
ბაღის დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ ადგილზე ხშირია ვანდალიზმის ფაქტები. სულ კი ადგილზე