ძლიერი ქარი იმერეთში - ვანში 2 ადამიანს ხე დაეცა, მოსახლეობა წყლის, გაზისა და დენის გარეშეა

გამოქვეყნდა:

მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან იმერეთში. რეგიონში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში  გადახდილია  სახურავები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. რეგიონში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩელი, ასევე 3000-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ვანში ხე წაიქცა და ორ ადამიანს დაეცა. მათგან, ერთ-ერთის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ოპერაცია დასჭირდა.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, დაზიანებულია 69 შენობა, 10-მდე მანქანა. მისივე თქმით, წყალტუბოს სოფელ მუხიანში იყო ხანძარიც.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი