ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, “კარფურის” წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ავტომობილი დაიმტვრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულიც არავინაა.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა არასწორი მანევრი გააკეთა და სხვა მანქანებიც დააზიანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.