უამინდობის გამო პარალიზებული საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის დიდი ნაწილი უფუნქციოდ არის დარჩენილი. გომელაურის უწყებამ მანქანები ზამთრის სეზონისთვის არ მოამზადა და ახლა მოყინულ გზებზე სამართალდამცველთა დიდი ნაწილი ინტენსიურად ვეღარ პატრულირებს.
"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ შექმნილი პრობლემის დასარეგულირებლად რეგიონებიდან პოლიციისთვის დამატები მანქანები ჩამოიყვანეს, თუმცა როგორ აპირებს უწყება მუშაობის გაგრძელებას, უცნობია.