ქარმა ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე, კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა - დაზიანდა მანქანებიც

გამოქვეყნდა:

მეოთხე დღეა სტიქიას ებრძვიან იმერეთში. ძლიერმა ქარმა ქუთაისში ხუნდაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა. ქარმა სახურავი გამთენიისას მოგლიჯა და ძირს ჩამოაგდო, რის შედეგადაც დაზიანდა მანქანები, ჩაიხერგა სადარბაზოები. 

ქუთაისში 500-ზე მეტი შენობის სახურავი დაზიანდა. რეგიონში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის, სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. 

ადგილზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები ამინდის გამოსწორებას ელოდებიან, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი