მარნეული - თბილისის გზაზე სასწრაფოს მანქანა ქვეითს შეეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

მარნეული თბილისის გზაზე  სასწრაფო  დახმარების  მანქანა ქვეითს შეეჯახა. დაახლოებით 50 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დაიღუპა. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სასწრაფოს თბილისში ბავშვი გადაჰყავდა. სავარაუდოდ ნასვამი ქვეითი ამ დროს გზაზე გადადიოდა.

შემთხვევის ადგილზე ახლა პოლიციაა მობილიზებული, ხოლო ბავშვი საავადმყოფოში სხვა სასწრაფო მანქანამ წაიყვანა. შეჯახებაში მონაწილე მძღოლი კი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი