მეზობლების გულგრილობა, რომელიც მკვლელობით დასრულდა

გამოქვეყნდა:

დანით მიყენებულმა ოცამდე ჭრილობამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარზე გარდაცვლილის მეზობელი 45 წლის ქალია დაკავებული, რომელიც იმავე საცხოვრებელი სახლის სარდაფში ცხოვრობდა, სადაც მოკლული ელენე ჩეჩელაშვილი. დაგვიანებით მისულ პოლიციას ჩეჩელაშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სასტიკი დანაშაულის სიმძიმეს კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ ჩეჩელაშვილის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა საზოგადოების გულგრილობა. მკვლელობის ღამეს მეზობლებს კარგად ესმოდათ, თუ როგორ ითხოვდა ძალადობის მსხვერპლი დახმარებას, თუმცა პოლიციაში არავის დაურეკავს. 

კითხვაზე, თუ რატომ არ რეკავს ხალხი პოლიციაში, გამოკითხულთა ნაწილი გვაპსუხობს, რომ სამართალდამცავი უწყებების მიმართ საზოგადეობამ ნდობა დაკარგა, ნაწილი კი ამბობს, რომ პოლიციაში დარეკვის კულტურა საზოგადოების უმრავლესობას ჯერ კიდევ არ აქვს და ამჯობინებს, რომ კონფლიქტი თავად მოაგვაროს. 

პოლიციაში დარეკვის შეეშინდა კიდევ ერთ ადამიანს, რომელმაც დღეს გამთენიისას მეზობლის სახლიდან კონფლიქტის შესახებ გაიგო. პირს, რომელმაც ''მთავარ არხს'' ეს ინფორმაცია შეატყობინა, გამოჩენა არ სურს, მაგრამ გვიყვება, რომ ეს პირველი შემთვევა არაა, როდესაც შვილი დედაზე ძალადობს, სამართალდამცავებს კი არავინ ატყობინებს. 

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, პარტნიორები, ყოფილი ქმრები და ყოფილი პარტნიორები კლავენ. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საჭიროა ამ საკითხზე საზოგადოების მგრძნობელობა გაიზარდოს, რათა  ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მეტად სოლიდარულები ვიყოთ. 

ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა - ამ წელს 35 ქალი მოკლეს. შემდგომ წლებში ეს რიცხვი შემცირდა, მაგრამ გაიზარდა ფემიციდის მცდელობის მაჩვენებელი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი