ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას უკრაინის პარლამეწნტი, "რადა" ეხმაურება:
"ცნობილი ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე გარდაიცვალა.
ვახტანგ კიკაბიძემ სიტყვითა და საქმით ყველანაირად დაუჭირა მხარი უკრაინას და დაგმო რუსეთის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში.
"ვერავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ რუსეთი აგრძელებს ამ სამხედრო ტერორს", - თქვა მსახიობმა.
ომის დროს კიკაბიძე უკრაინაში გაფრინდა და ღრმად შეძრწუნებული იყო ნანახით.
მსახიობი 84 წლის იყო.
ნათელი ხსოვნა", - წერს რადა.
ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.