მკვლელი ლიფტები თბილისში | ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

გამოქვეყნდა:

თბილისში, გაუმართავ ლიფტს ახალგარდა ცოლ-ქმრის სისცოცხლე შეეწირა. ქალაქში, სადაც 10 000-ზე მეტი ლიფტი ფუქნციონრიებს, ყოველდღიურად ამ სატრანსპორტო საშუალებაზე სულ მცირე მილიონი ადამიანი იყენებს. არავის შეუმოწმებია, ამ 10 000 ლიფტიდან რამდენია გამართული, რამდენს სჭირდება კაპიტალური რემონტი და რამდენია საერთოდ უვარგისი. კონტროლის ერთიანი პრინციპი უბრალოდ არ არსებობს.

არადა ლიფტების გაუმართაობაა რომ პრობლემაა და ამას რომ ადამიანები ეწირებიან, ამ თემაზე "პოსტ ფაქტუმმაც" არაერთი რეპორტაჟი მიუძღვნა. გუშინ გარდაცვლილი მამაკაციც ფეისბუქზე აზიარებდა ამბავს, როგორ დაშავდა 2 პირი რამდენიმე დღის წინ, როცა ქალაქის სხვა უბანში ლიფტი მოწყდა. "პოსტ ფაქტუმმა" გაარკვია, რომ საბედისწერო ლიფტი მწყობრიდან იყო გამოსული, დადიოდა თავისით, და ამ აშკარა გაუმართაობის მიუხედავად არც გამგეობას, არც ამხანაგობას და არც ხელოსანს გარდაუვალი ტრაგედიის ნიშნებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მეტიც, ნახევარი საუკუნის წინანდელი ამორტიზებული ლიფტების მუდმივი, ლამის ყოველდღიური შეკეთება ერთგვარად სარფიან ბიზნესადაც კი იქცა.

ნიშანდობლივია, რომ პირველი, რაც ამ ტრაგედიიდან ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გააკეთა, პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა და ყველა ისარი ამხანაგობაზე, ანუ კორპუსში მაცხოვრებელ ადამიანებზე გადაიტანა. დაახლოებით ისე, როგორც ამას ვაკის პარკის ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში ცდილობდა სახელისუფლებო პროპაგანდა. ამჯერად კი საფრთხის მაშტაბები კატასტროფულია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი