ოპოზიციურად განწყობილ ქართულ მედიაზე წინასაარჩევნოდ ზეწოლა იზრდება - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
სტატიის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტი საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას მიაბა და ტელეკომპანია დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე. სტატიაში წერია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტით საქართველოში მედიისთვის მჩაგვრელი გარემო ყალიბდება.