"ჩემი შშმ შვილის პენსიას ყადაღას არ უნდა ადებდნენ" | ქუთაისში მცხოვრები ქალი ღამის იუსტიციის სახლში გათევას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში მცხოვრები ირმა რევიშვილი დღევანდელი ღამის გატარებას იუსტიციის სახლში გეგმავს. ამბობს, რომ მისი შეზღდუდული შესაძლებლობების მქონე შვილის პენსიის ნაწილს ყადაღა ადევს. დღეს კი გაარკვია, რომ არასრულწლოვანი შშმ პირის პენსიას ყადაღა არ უნდა ედოს, იუსტიციის სახლში დეტალების გასარკვევად მოვიდა, თუმცა შესაბამისი პასუხი არ გასცეს.

“ჩემს შვილთან ერთად ღამეს იუსტიციის სახლში გავატარებ. დღეს იუსტიციის სახლი არ დაიკეტება. ჩემი შშმ ბავშვის პენსიას ესენი ყადაღას არ უნდა ადებდნენ,” - აცხადებს ირმა რევიშვილი. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი