მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება და თუ დროულად არ ჩატარდა, ის პრაქტიკულად მოძრაობას ვერ შეძლებს - ჯეიმს კობი

გამოქვეყნდა:

ნობელიანტი ექიმის, ჯეიმს კობის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია ესაჭიროება. როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში, დისტანციურად ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, ოპერაციების დაუყოვნებლივ არჩატარების შემთხვევაში, სააკაშვილი მოძრაობას ვეღარ შეძლებს:

"მას აქვს სერიოზული პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ კისრის პრობლემა და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული და მტკივნეული. 

მას სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე, ასევე ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მხრის სახსარზე, ასევე სავარაუდო ქირურგიული ოპერაცია მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარზე.

თუ ეს  ოპერაციები დროულად არ ჩატარდა, რამდენადაც მას მოძრობა აქვს მკვეთრად გართულებული, ეს კიდევ უფრო გართულდება და ის პრაქტიკულად მოძრაობას ვერ შეძლებს." ამბობს ჯეიმს კობი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის კითხვაზე, დაავადებები ხელს უშლის თუ არა სასჯელის მოხდაში მესამე პრეზიდენტს, ჯეიმს კობი ამბობს, რომ - კი: 

"დიახ. ეს ასეა იმიტომ, რომ ის ყოველდღიურად განიცდის ძლიერ ტკივილს კისრის მიდამოში, სადაც ხდება სპინალურ ნერვზე ზეწოლა და შესაბამისად ის უფროდა უფრო სუსტდება." ამბობს ჯემის კობი.

ნობელიანტი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ტკივილგამაყუჩებლები არ უკეთდება, მას უკეთდება ვალიუმის ინექციები, რაც სედატიური დამამშვიდებელი საშუალებაა და არანაირი კავშირი ტკივილგამაყუჩებელთან არ აქვს.

იხილეთ ასევე:

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი