“მთავარის" ინფორმაციით, სხეულის 44%-იანი დამწვრობით, გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე ქუთაისიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გელათის მონასტრის სენაკში ხანძარი 16 იანვარს გამთენიისას გაჩნდა. სასულიერო პირი შენობაში შევიდა, რა დროსაც ცეცხლი მის შესამოსელს წაეკიდა და მძიმე დამწვრობა მიიღო.