"საუბარი მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო" | საპატრიარქოში ირანის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო".

"დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჰლ ბეითის მსოფლიო ასამბლეის გენერალური მდივანი, აიათოლა რეზა რამეზანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი მაჰმუდ აბიდი და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სტუმრებს უმასპინძლეს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რელიგიის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საუბარი მეგობრულ ვითარებაში წარიმართა და თანამედროვე მსოფლიოში არსებულ სულიერ გამოწვევებს შეეხო", - დაწერა საპატრიარქომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი