ახალი ცათამბჯენები თბილისში, რომლებიც დავის საგანი ხდება. გმირთა მოედანზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჯგუფი გიგანტურ მშენებლობას გეგმავს. პროექტის გასაჯაროებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ურბანისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსი თბილისის ამ ნაწილს კიდევ უფრო გადატვრითავს და სატრანსპორტო კვანძს პრაქტიკულად გაუვალს გახდის. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რომელთა შორის დედაქალაქის მერის პოზიციაც გვხვდება - კახა კალაძე გვამშვიდებს, რომ მშენებლობის სანაცვლოდ ივანიშვილი თბილისს ლაგუნა ვერეს დაუბრუნებს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი