საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი 3 პირი საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს.
კლინიკის ექიმის თქმით, დაჭრილი 1 პირი მსუბუქი ნაკვეთი ჭრილობებით უკვე გაეწერა. მისივე თქმით კრიტიკულია კლინიკაში მყოფი კიდევ ერთი პაციენტის, 24 წლის კაცის მდგომარეობა.
"კლინიკაში ამ ეტაპისთვის განაგრძობს 3 პაციენტი მკურნალობას. 1 გაეწერა მსუბუქი ნაკვეთი ჭრილობებით ამბულატორიულ მკურნალობაზე. ჩვენს კლინიკაში განაგრძობს უმძიმეს მდგომარეობაში 24 წლის მამაკაცი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, გრძელდება შესაბამისი მკურნალობა" - ამბობს ექიმი
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.