"ეს პროფესია მისთვის ყველაფერი იყო" - გმირულად დაღუპული პოლიციელი საკუთარ სახლში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

უფროსი ლეიტენანტი, 38 წლის ოთარ ღვინაშვილი  საგარეჯოდან თბილისში, საკუთარ სახლში, ვაზისუბნის დასახლებაში  გადაასვენეს.

ოთარ ღვინაშვილი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სროლისას სუპერმარკეტის თანამშრომელ ქალს გადაეფარა და სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ადგილზე გარდაიცვალა. ღვინაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. სროლას 5 პირი ემსხვერპლა - ნოდარ რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქარია მათიაშვილი, დავით ნასრაძე, ოთარ ღვინაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი