ქუთაისის მერია მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას არ გადაიხდის, 20 ლარით დააჯარიმებს. განცხადებას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ დაჯარიმებიდან 30 დღეში თანხა უნდა გადაიხადონ. პირს, რომელიც ჯარიმას დათმულ დროში არ გადაიხდის, დაერიცხება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.