არჩილ ხოფერია უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა

გამოქვეყნდა:

გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემგზავრა:

"შემდეგი კომენტარი ალბათ იმ ვიწრო ზოლიდან იქნება სადაც ახლა თვით ღმერთმა მიმავლინა ყველაზე დიდ ჯოჯოხეთთან საბრძოლველად..."  - წერს არჩილ ხოფერია ფეისბუქზე, მისივე ვიდეოს კომენტარზე, რომელიც საგარეჯოს ტრაგედიასთან დაკავშირებით ტელევიზიებს მისცა.

შეგახსენებთ, 25 წლის ჯამბულათ ხოფერია 1 დეკემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას კი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი