სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ - ვითარება ადგილზე

გამოქვეყნდა:

ხმაური საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მთავარ ოფისში - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ზემდგომი პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე უწყვეტი აქცია უკვე 6 დღეა მიმდინარეობს, ამ დღეების განმავლობაში სასწრაფოს თანამშრომლები ღამეს ადმინისტრაციაში ათევდნენ, თუმცა, მათი თქმით, დღეს ისინი შენობაში დაცვამ აღარ შეუშვა. აქციაზე იმყოფებიან პროფკავშირების წევრებიც.

"ჩვენ აქ გვაქვს უწყვეტი აქცია. დღეს მე-6 დღეა. გუშინ აქ ღამე გავათენე, გამოვედი დაახლოებით 1 საათი, დაბრუნებისას ვიღაც გაურკვეველი ადამიანები დგანან, არ გვიშვებენ, არ ვიცით ვინ არიან, სახელ-გვარს არ ამბობენ, არც საბუთებს გვაჩვენებენ. მოთხოვნა ხელფასების მომატებაა. აქციები დაწყებულია მაისის მერე, უწყვეტ რეჟიმში აქცია უკვე 6 დღეა რაც არის", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იანვრის თვიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მუშაკებს ანაზღაურება 100 ლარით გაეზარდათ, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს თანხა მიზერულია.

ცნობისთვის, სასწრაფოს თანამშრომლებს არც სააგენტოს დირექტორი და არც მთავრობიდან გამოხმაურებია.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი