გუდაურში ქართველ და უცხოელ ინსტრუქტორებს შორის კონფლიქტმა გასულ კვირას ლამის საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ყველაზე პერსპექტიულ სამთო კურორტზე საქმიანი ურთიერთობები სათემო წესებით წყდება. თუმცა, რეალურად პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ცალკეული ქართველი ინსტურქტორების უხეშობა, ან ცალკეული უცხოელი სპეციალისტების უსაფუძვლო პრეტენზიები.
პრობლემის სათავზე სახელმწიფოს მიდგომაშია, რომელიც კურორტისგან მხოლოდ იმას ელის, რომ ბიუჯეტში ფული შემოდიოდეს და მისი ხარისხისა და უსაფრთხოების განვითარებისთვის ბევრს არც არაფერს აკეთებს. ახალი საბაგიროები კარგია, მაგრამ იქ დასაქმებული გიდებისა თუ ინსტრუქტორების გამოცდილებას და ცოდნას არავინ ამოწმებს, მათ შორის არც უცხოელების.
როგორ სრულდება ასეთი თამაში სარისკო სპორტთან პარაპლანის მაგალითზე ვნახეთ, ახლა მთავარია სრიალის აკრძალვა არ მოინდომოს ვინმემ. მანამდე კი ხელისუფლება ისევ გააგრძელებს იმის უმოქმედოდ ყურებას, როგორ მწიფდება კონფლიქტები სხვადასხვა ჯგუფებს შორის.