"ვივა მედში" ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

ვივა მედში ადასტურებენ, რომ მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა საიდან, ამას ვერ ამბობენ:

"ტესტი მოვიდა დადებითი. მასთან შედიან ადვოკატები ძირითადად, როგორ მოხდა, მე მზად არა ვარ ამაზე პასუხი გაგცეთ. თანამშრომლებში არავის არ დადასტურებია კოვიდი." ამბობს "მთავართან" სატელეფონო კომენტარში კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე 

ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა, ცოტა ხნის წინ ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა. მისივე ცნობით, მესამე პრეზიდენტმა დღეს გონება ისევ დაკარგა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი