20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის სკანდალური გაგრძელება | რა გახდა ვახტანგ ჩარკვიანის დაღუპვის მიზეზი

გამოქვეყნდა:

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის სკანდალური გაგრძელება. ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი ერთი წელია უშედეგოდ ელოდება პასუხს გამოძიებისგან, რა გახდა ახალგაზრდა სპორტსმენის დაღუპვის მიზეზი, რომელიც კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით შეიყვანეს.

საქმის მასალებით კი დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა. და ეს ყველაფერი არ არის.

გამოძიებამ ბრალი წარუდგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს ექთანს, დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით. ირკვევა, რომ ჩარკვიანზე გაცემული ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებლის კიდევ უფრო დიდი რაოდენობა, რის საფუძველზეც, გარდაცვლილის ოჯახს ეჭვი აქვს, რომ კლინიკაში ნარკოტიკული საშულებების უკანონო ბრუნვა ხდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი