გორში, კომბინატის დასახლებაში მოყინულ გზაზე ავტომობილი მოცურდა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, სკოლისკენ მისასვლელ გზაზე მოხდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო და სახლში იმყოფება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუჩაზე, რომლითაც მოსწავლეები და პედაგოგები ყოველ დღე გადაადგილდებიან, კანალიზაციის წყალი მოედინება, რაც დისკომფორტთან ერთად, ზამთარში უბედური შემთხვევების რისკებს ზრდის.
მერია არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და წყალმომარაგების კომპანიასთან გვამისამართებს, რომელსაც გორის ყოფილი მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ხელმძღვანელობს. თავზარაშვილმა დღეს "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.