შეიარაღებული თავდასხმისას დაღუპულთა ოჯახები 5 000-ლარიან დახმარებას მიიღებენ | საგარეჯოს მერი

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

მისი თქმით, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.

შეგახსენებთ, 20 იანვარს, გვიან ღამით, საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი