ხანძარი კახეთში | სოფელ ართანასთან ტყე იწვის

გამოქვეყნდა:

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ქვედა საფარს, ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია.

ხანძრის კერა ალპურ ზონაში გაჩნდა და რელიეფიდან გამომდინარე ადგილზე მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

მათი თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები დილით, გამთენიისას დაიწყება. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი