ავარია ახმეტაში | დაშავდა 3 პირი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტში - შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე მოხდა.

ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები შეეჯახნენ, რა დროსაც ორი ძმა დაშავდა. ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის თელავის რეფერალური საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ორი დაშავებული კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათგან ერთი ავტომობილის მძღოლია. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი