ხანძარი თელავის სოფელ ართანთან - ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ტყის ქვედა საფარს, ხმელ ფოთოლსა და ბალახს უკიდია. ხანძრის კერა ალპურ ზონაშია და რელიეფიდან გამომდინარე, მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილიდან დაიწყო. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი