
თბილისის ზღვაზე ორ მოზარდს ეძებენ. სამაშველო სამუშაოები ზღვის ტერიტორიაზე, ვარკეთილის მხარეს ამ წუთებში მიმდინარეობს. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. როგორც "მთავარ არხს" სამაშველო სამსახურში უთხრეს, სამძებრო სამუშაოებში 5 მყვინთავია ჩართული. რა ვითარებაში გაუჩინარდნენ მოზარდები სამაშველო სამსახურს ინფორმაცია არ აქვს.