"მოვთხოვთ, ჩვენი ლაბორატორიის წარმომადგენელი შევიდეს და გადავამოწმოთ" | მიხეილ სააკაშვილის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა

გამოქვეყნდა:

მესამე დღეა ვერ დადგინდა მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირების წყარო. უფლებადამცველს ეჭვი აქვს, რომ მესამე პრეზიდენტს კორონავირუსი არ აქვს და ტესტირების შედეგი მიზანმიმართულად არის გაყალბებული საზღვარგარეთ მისი სამკურნალოდ გადაყვანის ჩასაშლელად.

პარალელურად მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანაზე კლინიკა უარს აცხადებს.

"ორი წელი ვისმენდით ჩვენ ამის კლასტერი იმის კლასტერი და ფაქტობრივად რამდენიმე წუთში დგინდებოდა ვინ იყო კლასტერი. ამ შემთხვევაში გავიდა უკვე 3 დღე და გაირკვა, რომ არავის ირგვლივ არ აქვს კოვიდი და საიდან? თავისით ხომ არ გაჩნდებოდა. მოვთხოვთ, რომ ჩვენი ლაბორატორიის წარმომადგენელი შევიდეს და გადავამოწმოთ ჩვენთვის სანდო ლაბორატორიაში. და მეორე, კოვიდიც რომ ჰქონდეს, ეს ყველაფერი მსახურება იმას, რომ რეანიმაციაში გადასაყვანი სააკაშვილი არანაირად არ გადაიყვანონ რეანიმაციაში, არ გადაიყვანონ რეანიმაციაში იმიტომ, რომ პროცესზე თქვან, რომ არ არის ეს კაცი მძიმე ავადმყოფი. მძიმე რომ იყოს, გადავიყვანდით რეანიმაციაში. არის აგერ თერაპიულ განყოფილებაში და ვმკურნალობთ",- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

მედიკოსები შიშობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც კოვიდინფიცირებულია, მძიმე დიაგნოზების ფონზე შესაძლოა, ვირუსი მისთვის მომაკვდინებელიც კი იყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი