ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა „მთავარ არხს“ ბოიკოტს უცხადებს და საზოგადოებას ულტიმატუმს უყენებს

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა „მთავარ არხს“ ბოიკოტს უცხადებს და საზოგადოებას ულტიმატუმს უყენებს.

სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება უარს ამბობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულებისა და მიმდინარე ვითარების შესახებ იქამდე, ვიდრე „მთავარი არხი“ არ დატოვებს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიას.

ხელმძღვანელობის გაღიზიანების მიზეზი გახდა მთავარში, 9 საათზე გასული რეპორტაჟი, სადაც საუბარი იყო საავადმყოფოში არსებული  გაუსაძლისი მდგომარეობის  შესახებ და სადაც გამოყენებული იყო ბოქსირებულ პალატებში მოთავსებული ადამიანების მიერ გამოგზავნილი ფოტოები.

ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის გამო ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“, დატოვოს საბრიფინგო სივრცე, თუ არადა მე არ გავაგრძელებ განცხადებებს, შევთანხმდით, არ შევთანხმდით? კარგად ბრძანდებოდეთ“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ასევე მათზე დაყრდნობით, იზოლირებული მოქალაქეების მეგობრები საუბრობდნენ იქ არსებულ ანტისანიტარიაზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი