თბილისის ზღვიდან ამოყვანილი მოზარდის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

თბილისის ზღვიდან ამოყვანილი მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ პროზექტურაში გადაასვენეს. 15 წლის არასრულწლოვანი სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ წყლიდან საღამოს 9 საათზე ამოიყვანეს. მანამდე, ცოტა ხნით ადრე იპოვეს კიდევ ერთი მოზარდის ცხედარიც.

ორი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები თბილისის ზღვაში დღეს საღამოს 6 საათიდან მიმდინარეობდა. მასში 5 მყვინთავი იყო ჩართული. ჯერჯერობით უცნობია რა ვითარებაში აღმოჩნდნენ მოზარდები წყალში და რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი