ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ (IFJ-მ) აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, წევრი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაცია ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
IFJ ჟურნალისტების ერთ-ერთი უმსხვილესი და გავლენიანი გაერთიანება გახლავთ, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა და მჭიდრო კავშირი აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან.