არსებული ინფორმაციით, სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა  

გამოქვეყნდა:

ტრაგედია სამტრედიაში - მრავალსართულიანი კორპუსის სახურავიდან მუშა გადმოვარდა. 45 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ის კორპუსის სახურავზე გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე მყოფები კი დაკითხვაზე არიან გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი