რეგულარული ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

გამოქვეყნდა:

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა.

NOTAM-ი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით) - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. ახლა კი ირკვევა, რომ ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა, საქართველოს წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1  ივლისიდან გაუხსნა, ამის მიუხედავად,  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უპირობოდ  ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ -  გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის.

იმავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი