"დღითიდღე მძიმდება. ძალიან მცირედ ჭამს" - ვივა მედის ექთანი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

"ვივა მედის" ექთანი, ქეთი ღვინიანიძე, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და ის ძალიან მცირე ოდენობით საკვებს იღებს - "სტაბილურად მძიმეა. დღითიდღე მძიმდება. ძალიან მცირედ ჭამს" - ამბობს "მთავართან" საუბარში ღვინიანიძე.

კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს მესამე პრეზიდენტის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი, თუმცა ამბობს, რომ კლინიკის მედიკოსების საერთო აზრი, უკვე გამოთქმულია და პირადი ექიმის მოსაზრება აღარაა საჭირო.

შეგახსენებთ, ვივა მედის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და ფატალური შედეგი არ გამორიცხა, თუმცა მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ისევ მიხეილ სააკაშვილსა და მის ოჯახს დააკისრა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი