უსახლკაროები თბილისში - ოფიციალური და არაოფიციალური მონაცემები და ადამიანები, რომლებიც ყინვაში ღამეებს ქუჩაში ათევენ

გამოქვეყნდა:

დღის განმავლობაში მათხოვრობს, რომ გამოკვება და ფიზიკურად გადარჩენა შეძლოს.  ღამით კი მიწისქვეშა გადასასვლელი მისი საცხოვრებელი და საძინებელი ხდება. 45 წლის ია უკვე მე-7 წელია ასე ცხოვრობს. სამწუხაროდ ია ამ ქალაქში გამონაკლისი არ არის. თბილისს ბევრი უსახლკარო ჰყავს. ოფიციალური მონაცემებით, დედაქალაქში 892 უსახლკაროა რეგისტრირებული, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით მათი რიცხვი გაცილებით მეტია. კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ არცერთი თბილისელი უსახლკაროდ არ დარჩებოდა. მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. მერია ამტკიცებს რომ თბილისის მუნიციპალიტეტში უსახლკარო ადამიანების დახმარების რამდენიმე პროგრამა მუშაობს, თუმცა ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში სხვა რეალობაა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი