"ჩვენი თხოვნაა გადაუვადონ სასჯელები, არ ჭამს კი არა - ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!" - გიული ალასანია 

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახი ითხოვს სასჯელის გადავადებას. გიული ალასანიამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი განა არ ჭამს, უბრალოდ ვერ ჭამს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

"საერთოდ ჩვენი თხოვნა საზღვარგარეთ გადაყვანა კი არ არის, არის ის, რომ გადაუვადონ სასჯელები. მერე თვითონ ადამიანი რომ იქნება თავისუფალი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს. იქნებ აქ რჩება? არ ვიცი. იქნებ აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებს. არ ჭამს კი არა ვერ ჭამს. რამდენჯერ გავიმეორო ერთი და იგივე?!",- ამბოიბს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო 2 დღეში  კრიტიკულად დამძიმდა. პირველად ერთი წლის განმავლობაში კლინიკა აღიარებს,რომ პროცესები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს. "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე ამბობს: მოვუწოდებ გიული ალასანიას, დაარწმუნოს მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებაროს რეკომენდაციებს, სხვა შემთხვევაში შეიძლება, დადგეს ფატალური შედეგი

ავტორი: ზურა პეტროსიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი