7 სოფლის პროტესტი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა -ისინი კარიერების მშენებლობას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

მცხეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობა ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავს.  
ადგილობრივები ე.წ. კარიერების მშენებლობას აპროტესტებენ.

მათ სოფელ ვარდისუბანში გზა გადაკეტეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ იმ სატვირთო მანქანებს, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ. 

მოსახლეობის თქმით, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე კარიერია და დამატებით კიდევ რამდენიმე კარიერის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც მათი თქმით, სარწყავი წყლის პრობლემას უქმნის. 

"ქსნის ხეობა გაპარტახებულია, გაანადგურეს. ჩვენი მზიანია, რომ ეს კარიერები მოშორდნენ, არც სარწყავი წყალი აღარ გვაქვს, გახმა ყველაფერი",- ამბობენ ისინი. 

ადგილობრივები აღნიშნავენ: "ჭალები გააფუჭეს, ვეღარ ვრწყავთ ვეღარაფერს. ასწლოვანი ხეები ამოიღეს, ჭალები აღარ არის. წყალზე გვაქვს პრობლემა".

აქცია დაახლოებით ნახევარი საათია მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცვალები არიან მობილიზებულები. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების მისვლას ელოდება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი